დღეს, 7 მაისს, ღამის 2 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სოფელ დვაბზუში. მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რომელიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს და უკვე თვეებია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დგას.
ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ხუთი შვილის მამა, რომელიც ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მამაკაცი ოზურგეთის კლინიკაში მრავლობითი ( თავის, გულ-მკერდისა და მუცლის არეში) დაზიანებით გადაიყვანეს. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, თუმცა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმების გამო მამაკაცი გარდაიცვალა.
გურია ტვ