კანის მოვლის ბუნებრივი საშუალებები

კანის მოვლის ბუნებრივი საშუალებებიგონივრული სილამაზე

“შეგნებული სილამაზის” კამპანია თმისა და კანის მოვლის უბრალოდ ეფექტურ გადაწყვეტილებებს სცდება. ეს უფრო გააზრებული მიდგომაა სილამაზის პროდუქციის მოხმარების მიმართ, რომელიც შთაგვაგონებს, განვიხილოთ არა მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თავისთვის, არამედ როგორ ზემოქმედებას ვახდენთ ჩვენს გარემოზე და საზოგადოებაზე. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი: უნდა ვიპოვოთ პროდუქტი, რომელიც ჩვენს პრობლემას გადაჭრის, მაგრამ არა ჩვენი ჯანმრთელობისა და პლანეტის ფასად.

ვეგანური არჩევანი კანის მოსავლელად

ვეგანური, ანუ ცხოველური ცხიმებისგან თავისუფალი პროდუქცია, საქართველოში ჯერ დამკვიდრებული არ არის. მიზეზი რამდენიმეა:

·                   ვეგანური პროდუქცია უფრო ძვირია.

·                   საზოგადოებას ბრენდების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მიეწოდება.

თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ვეგანური სახის კრემი ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ეს ინგრედიენტები ხელს უწყობს ანთებითი პროცესის განკურნებას და  კანის ელასტიკურობის გაუმჯობესებას. მრავალი ვეგანური ბრენდი ამაყობს ტყის ესენციით გაჟღენთილი ფორმულებით, რომელიც მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავს. მაგალითად, “Major Golden Hour- აღმდგენი კრემი” აერთიანებს ზღვის წიწაკის, შავი მოცხარის, სანდლის ხისა და ბუნებრივი ფორმულის სხვა უპირატესობებს, რომ “ტრადიციულ” კანის მოვლის პროდუქციას ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.

ვეგანური ნიღბის სახლში დამზადებაც მარტივია

კანის მოვლის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ოქროს წესია: “კანზე არ დაიდო არაფერი, რასაც არ შეჭამდი.” თუ კანი შთანთქავს ქიმიურ ნივთიერებას, ორგანიზმი მას ღვიძლის მეშვეობით ამუშავებს. ინგრედიენტები, როგორიცაა შიის კარაქი, ქოქოსის ზეთი და სხვა ბუნებრივი ნივთიერებები, ხელს უწყობს კანის კვებას, ხოლო ხელოვნური  სურნელები და ქიმიკატები სხეულს სტრესს აყენებს.

სახლში დამზადებული სახის ნიღაბი შეგიძლიათ, თქვენი კანის პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. ვეგანური ნიღაბი ადვილად მოსამზადებელია და არ შეიცავს მავნე ქიმიკატებსა და კონსერვანტებს. ის თქვენს კანს ბზინვარებას და ელასტიკურობას შემატებს.

ბანანის ან ავოკადოს ნიღაბი

დარიჩინის, შვრიისა და ბანანის სახის ნიღაბი უკვე ძალიან პოპულარულია. ბანანის A ვიტამინი ხელს უწყობს კანის უჯრედების ცვლას, შვრია კი ამშვიდებს კანის გაღიზიანებას. დარიჩინი ძლიერი ანტიოქსიდანტია და დადასტურებულია, რომ ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას.

ასევე, შეგიძლიათ დაჭყლეტილი ავოკადო და ლიმონი შეურიოთ და ვიტამინებით მდიდარი სახის ნიღაბი მიიღოთ. ავოკადო ატენიანებს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას; ლიმონის C ვიტამინის შემცველობა კი, ამკვრივებს და ჭიმავს მას.

შედეგი, რომელსაც ვეგანური პროდუქციისგან ვიღებთ:

·                   ანთებითი პროცესებისგან გათავისუფლება.

·                   წვრილი ხაზების და ნაოჭების დაბინდვა.

·                   სისხლის მიმოქცევის გაზრდა, რაც გამოიწვევს უჯრედების ბრუნვას.

·                   ანტიოქსიდანტებით კანის გაჯერება თავისუფალი რადიკალების დასამშვიდებლად და დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

·                   მბზინავი,  ლამაზი, გამოკვებილი კანი.

ვეგანური კანის მოვლის საშუალებები  არაფრით ჩამოუვარდება მის კონკურენტებს. არჩევანი თქვენს ხელშია – იზრუნებთ მხოლოდ სახის კანზე, თუ თქვენი სხეულის ჯანმრთელობაზე და გარემოს გადარჩენაზე?