ხულოში ხანძარში 1 ქალი დაიწვა

ხულოში ხანძარში 1 ქალი დაიწვახულოში, სოფელ ბოძაურში სახლი დაიწვა, ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაიწვა ერთსართულიანი ხის სახლი.

ხანძრის გაჩენის დროს სახლში ორი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ეტლით მოსარგებლე, მისი გამოყვანა ადგილობრივებმა შეძლეს, თუმცა 72 წლის ქალის გამოყვანა ვეღარ მოხერხდა. ის დაიღუპა.

სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები: „ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებისთვის თავშესაფრის გამოყოფაზე. ჩვენ ამის შესახებ  ვერაფერს გეტყვით.“

მერის წარმომადგენელი რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – გოჩა შანთაძე ამბობს, რომ დაზარალებულ ოჯახს მეზობელთან გადაიყვანენ და ქირის თანხას მერია აანაზღაურებს.

ოჯახი, რომელსაც სახლი დაეწვა, 7-სულიანი იყო.

ბათუმელები