ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა.
„პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში. მაღალი თანამდებობებიც მქონდა და შესაბამისი გავლენებიც. პოლიტიკაში ყოფნა ხელისუფლებისთვის ბრძოლაა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან.“ – განაცხადა ლევან მამალაძემ ტვ პირველთან ინტერვიუს დროს.
კითხვაზე: რას ფიქრობთ, რატომ მიიღო “ქართულმა ოცნებამ” თქვენი ამნისტირების გადაწყვეტილება?
მამალაძე: “ქართული ოცნებას” არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, ეს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვისზეც გავრცელდა.
ლევან მამალაძე შევარდნაძის მთავრობაში ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო.
მას სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სასამართლომ 17 წელი დაუსწრებლად მიუსაჯა.