ლიბერთის და  ფარმადეპოს ერთობლივი პროექტი სოციალური ბარათის მფლობელებისთვის 

ლიბერთის და  ფარმადეპოს ერთობლივი პროექტი სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლიბერთი ბანკსა და ფარმადეპოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის  ფარგლებში, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით 250ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, ყოველდღიურად გაუმჯობესებული პირობებით, ყველაზე დაბალი ფასით იძენენ.

ლიბერთის ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები ვრცელდება ყველაზე მოთხოვნად -კარდიოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ  და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.

ამას გარდა, ყველა სხვა დასახელების მედიკამენტზე, როგორც სარეცეპტო ასევე არასარეცეპტო წამლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ფარმადეპოს ქსელში ყოველდღიური 25%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.

ასევე გრძელდება განსაკუთრებული შეთავაზება  ,,სუპერ ოთხშაბათი“,  რომელიც „ლიბერთიმ“ და „ფარმადეპომ“   ერთობლივად მოუმზადეს მომხმარებელს. მიმდინარე წლის იანვრიდან  „ფარმადეპოს“ აფთიაქებში, ყოველ ოთხშაბათს „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მომხმარებლები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, საჩუქრით და სხვადასხვა შეთავაზებით სარგებლობენ.  მაგალითად, გასული კვირის ოთშაბათს მომხმარებელმა 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა იაპონური, ცნობილი ფირმის წნევის საზომ აპარატებზე. ეს აპარატი საკმაოდ მოთხოვნადია, უფროსი ასაკის მომხმარებლებს შორის და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსგავსი სახის შეთავაზება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მომხმარებელი ყოველ ოთხშაბათს ,,სუპერ ოთხშაბათით“ ისარგებლებს.

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად  ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს. ლიბერთი ყალიბდება როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი.  რამდენიმე წელია  ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ფარმადეპოსთან და  განსაკუთრებით ყურადღებას ვუთმობთ სოციალურ შედეგებზე ორიენტირებული ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. ჩვენ ერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის გაგვეუმჯობესებინა არსებული პირობები და ამჟამად ისინი, მათთვის საჭირო მედიკამენტებს საუკეთესო ფასებით ყიდულობენ“ –  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

,, ფარმადეპო და ლიბერთი უკვე მესამე წელია ანხორციელებენ ერთობლივ სოციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს სთავაზობენ ყველაზე დაბალი ფასის პირობას ფარმადეპოში წარმოდგენილი მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე.”-ქეთი კოზმანაშვილი, ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელი