მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა

მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცამარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ომის დაწყების დღიდან ქალაქში მინიმუმ 22 000 ადამიანი დაიღუპა.

„რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს. მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია,“ – აღნიშნა პეტრო ანდრიუშჩენკომ CNN-თან საუბარში.

მისი თქმით, მოსახლეობას არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, რადგან ქალაქში ნებისმიერი გადაადგილებისთვის საჭიროა სპეციალური საშვი, ფილტრაციის სისტემა კი მოქალაქეებს ქალაქის ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა მარიუპოლზე კონტროლი რამდენიმე დღის წინ მოიპოვეს, როდესაც „აზოვსტალის“ მებრძოლები, რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობისა და სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩაბარდნენ.

იპნ