საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა „ვივა მედში” გადაიყვანეს. „მთავარის“ ცნობით, ესკორტი კლინიკის ეზოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
კლინიკის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შენობაში დილით 30-მდე ბადრაგი შეიყვანეს.
სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური ზომებია მიღებული. შენობის მე-5 სართული, სადაც მესამე პრეზიდენტის პალატაა განთავსებული, ფაქტობრივად მთლიანად დაცარიელებულია.