მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი დოდონი დააკავეს

მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი დოდონი დააკავესმოლდოვის ყოფილი პრო-რუსი პრეზიდენტი და ამჟამად პრო-კრემლისტური ოპოზიციური პარტიის ლიდერი იგორ დოდონი, კორუფციის ბრალდებით, დააკავეს. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

როგორც მედია წერს, აღნინშული, სავარაუდოდ, ოფიციალური მოსკოვის აღშფოთებას გამოიწვევს.

დოდონი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მოლდოვის პრო-დასავლელ პრეზიდენტს მაია სანდუს ქვეყნაში არსებული ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღება გადატანის მცდელობაში ადანაშაულებს.

„ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე შეთითხნილია”, – დაწერა დოდონმა სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, მოლდოველმა სამართალდამცველებმა დოდონის სახლში ჩხრეკა სხვა ბრალდებებთან ერთად, კორუფციასა და ღალატთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩაატარეს.