რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი, რადგან მის ხელში მეტად მომაკვდინებელი იარაღია, ვიდრე მეოცე საუკუნის დიქტატორებს ჰქონდათ – ბირთვული რაკეტები და ინტერნეტი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
პოლონეთის პრემიერის თქმით, რუსეთმა დააინფიცირა საინფორმაციო სივრცე მილიონობით „ფეიკ ნიუსით“, ამიტომ მსოფლიოს სჭირდება დეპუტინიზაცია.
„რუსული სამყაროს“ პუტინისტური იდეოლოგია მეოცე საუკუნის კომუნიზმისა და ნაციზმის ეკვივალენტურია. ეს იდეოლოგიაა, რომელის დახმარებითაც რუსეთი ამართლებს გამოგონილ უფლებებსა და პრივილეგიებს თავისი ქვეყნისთვის. ის აუცილებელია აღმოიფხვრას“,- განაცხადა მორავეცკიმ.
მორავიეცკი ასევე გამოეხმაურა პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი დღეს „ნაციზმს” ებრძვის. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი დიქტატორი ავითარებს მითს იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაამარცხა ნაციზმი, მაგრამ არ ახსენებს ომის შემდგომ ათწლეულების რეპრესიებს აღმოსავლეთ ევროპაში.
„პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი. სამწუხაროდ ის უფრო საშიშია. თუ ევროპა მას არ შეაჩერებს, ის თავის ჯარებს ევროპაში უფრო შორს მიმართავს. ჩვენი გადასაწყვეტია, სად შევაჩერებთ მას“, – განაცხადა მორავეცკიმ.
იპნ