Euronews-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი – XE გავრცელდა.
ის ომიკრონის ჰიბრიდული ვერსიაა და ორი შტამისგან – BA.1 და BA.2-ის კომბინაციისაგან შედგება. სავარაუდოდ, ის უფრო ინფექციური იქნება, ვიდრე ამჟამად გავრცელებული შტამი.
ვირუსის ეს სახეობა პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, თუმცა ახლა სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდა, მათ შორის იაპონიასა და ინდოეთში. აპრილის დასაწყისში, ახალი შტამით დაავადებულთა რაოდენობა ათასზე მეტი იყო და მას შემდეგ რიცხვმა კიდევ უფრო მოიმატა.
ექიმები აცხადებენ, რომ ახალ შტამზე დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია XE-ს მუდმივად აკონტროლებს და აცხადებს, რომ ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურია.