ნენსი პელოსი ზელენსკის შეხვდა

ნენსი პელოსი ზელენსკის შეხვდაშეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად, კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს.

„გეწვიეთ რათა მადლობა გადაგიხადოთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლისთვის. თქვენი ბრძოლა არის ბრძოლა ყველასთვის. ასე რომ, ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ აქ თქვენთან სანამ ბრძოლა არ დასრულდება”, – განუცხადა პელოსიმ ზელენსკის.

„შეერთებული შტატები უკრაინის ძლიერ მხარდაჭერაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერია. გმადლობთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებისთვის!“,- დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

იპნ