ნოდარ ნათაძე 93 წლის გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სახალხო პარტია ავრცელებს:
„სახალხო პარტია დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამორჩეულ ლიდერს, ცხინვალისა და აფხაზეთის ომების მონაწილეს, სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცს, უდიდეს მეცნიერსა და მკვლევარს, ბრწყინვალე პიროვნებას ბატონ ნოდარ ნათაძეს 93 წლის იუბილეს.
ბატონო ნოდარ, გფარავდეთ ღმერთი და კიდევ მრავალი წელი გეღვაწოთ თვენთვის სათაყვანებელი სამშობლოს სასიკეთოდ!!!“