რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„სწორედ ახლა ცდილობენ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას. მეტი დეტალი ჯერ არ არის“, – განაცხადა ცაპლიენკომ.
ინფორმაციაა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე ადასტურებს.
რუსული მედია შტურმის კადრებს აქვეყნებს.
„მთელი ღამე გვაბომბავდნენ, დაიღუპა ორი ქალი, ახლა კი „აზოვსტალზე“ შტურმს ახორციელებენ”, – განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა.
მისივე თქმით, შტურმამდე რუსული ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა „აზოვსტალს“, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.