ოკუპანტებმა სოციალურ ქსელში აზოვსტალის დამცველების ოჯახების კონტაქტები გამოაქვეყნეს

ოკუპანტებმა სოციალურ ქსელში აზოვსტალის დამცველების ოჯახების კონტაქტები გამოაქვეყნესრუსმა ოკუპანტებმა სოციალურ ქსელში აზოვსტალის დამცველების ოჯახების კონტაქტები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„მარიუპოლი, აზოვსტალი. მტრის ცინიზმი იზრდება. ოკუპანტები თავს ესხმიან არა მხოლოდ აზოვსტალის დამცველებს, არამედ მათ ოჯახებსაც”, – ამბობს მარიუპოლის მერის მრჩეველი,  პეტრ ანდრიუშჩენკო.

ოფიციალური პირის თქმით, გუშინ ოკუპანტებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს აზოვსტალის დამცველების ოჯახისა და საცოლეების პირადი კონტაქტები (ტელეფონის ნომრები, პროფილები).

„არაადამიანურობისა და ცინიზმის ყველაზე მძიმე დონე. ჩვენ ყველანი ვალში ვართ მარიუპოლის დამცველების წინაშე”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ, რუსული ჯარი აგრძელებს მცდელობებს დაიკავონ ქარხანა, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ.

11 მაისს ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ ათასი მებრძოლი იმყოფებოდეს, მათგან ნახევარი მძიმედ დაიჭრა.