ფერდინანდ მარკოს უმცროსი ფილიპინების ახალ პრეზიდენტად აირჩიეს.
პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების თანახმად, მან 31,6 მილიონზე მეტი ხმა, ანუ მთლიანი ხმების 58,8 პროცენტი მიიღო.
მისი მთავარი კონკურენტი ლენი რობრედო 15 მილიონზე მეტი ხმით მეორე ადგილზე გავიდა.
წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად მოხდა შედეგების რატიფიცირება, რის შემდეგაც მარკოსი ფილიპინების მე-17 პრეზიდენტად გამოაცხადეს. მისი ინაუგურაცია 30 ივნისს გაიმართება.
ცნობისთვის, როგორც მედია წერს, მისი დიქტატორი მამა ფერდინანდ მარკოს უფროსი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევითაა ცნობილი, ფილიპინების პრეზიდენტის პოსტს 1965-1986 წლებში იკავებდა, მანამ სანამ ის სახალხო აჯანყების შედეგად ჩამოაგდეს. როგორც დასავლური მედია წერის, მარკოსი აღფრთოვანებულია მამის მმართველობის პერიოდით. მან მაშინდელ რეჟიმს ოქროს ხანა უწოდა, რამაც ადამიანის უფლებათა დამცველთა ჯგუფებში შიში გააჩინა, რომ ის ქვეყნის მართვას შესაძლოა დიქტატორი მამის მსგავსი მეთოდებით შეეცადოს.
იპნ