საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით „არ ჰგონია” მიმართონ. ჟურნალისტის კითხვის პასუხად მან თქვა, რომ ნიკა გვარამიამ საპატრიარქო „ლანძღა”.
„რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება”, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.