თბილისი უზარმაზარი ქალაქია რომელიც ათასობით ადამიანს იტევს, ადგილობრივები, რეგიონიდან ჩამოსულები თუ ტურისტები, მათ უამრავი მიზეზი აქვთ აქ დასარჩენთ თუმცა, უპირველესი მათ შორის მაინც ის შესაძლებელობებია, რომლის მიცემაც დედაქალაქს ხალხისთვის შეუძლია. თბილისში ბინის არჩევა , კარგად დაფიქრებას საჭიროებს. საჭიროა გავითვალისწინოთ ჩვენი ინტერესები, განრიგი და უამრავი სხვა რამ. მაგალითად, რეგიონიდან სტუდენტები ძირითადად სასწავლად ჩამოდიან, ხშირად ისეთ ადგილზე სურთ ბინა, რომელიც უნივერსიტთან ახლოსაა, მგზავრობას უამრავი ენერგია მიაქვს, მათ კი ეს ენერგია სწავლისთვის სჭირდებათ. გარდა ლოკაციისა, ფინანსური ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ბინის ღირებულებას ორი მნიშვნელოვანი რამ განსაზღვრავს – ადგილმდებარეობა და ბინის მდგომარეობა . ბინები ცენტრში გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ბინები გარეუბანში.თუმცა, ახალგარემონტებული, მოვლილი ბინის ღირებულება, რომელიც გარეუბანში მდებარეობს შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ნორმალური მდგომარეობის ბინის, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ბინის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორ ტიპის ადამიანი ხართ და რითი ხართ დაკავებული. მაგალითად, სტუდენტისთვის, რომლის უნივერსიტეტი ვაკეშია, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ისეთი სახლის ყიდვა ან ქირაობა , რომელიც ახლომდებარე ქუჩაზე მდებარეობს, მაგალითად შეუძლია მოძებნოს ბინები ფალიაშვილზე, ჭავჭავაძეზე, რაზმაძეზე და მიმდებარე ქუჩებზე.თუმცა, სანამ სტუნდეტობამდე მიაღწევდეს მოზარდი რეგიონიდან ჩამოსვლამდე, სჯობს დაძებნოს მშენებარე ბინები ფალიაშვილზე, რაზმაძეზე და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას იმ ადამიანზე, რომელიც სახლს სამსახურთან ახლოს ეძებს, ან იმ ადამიანზე, რომელიც გადასაადგილებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს; ასეთი პიროვნებისთვის კარგი ვარიანტი ბინის მეტროსთან შერჩევა იქნება . თუ გყავთ ავტომობილი და არ გაშინებთ ქალაქში გადაადგილება, მაშინ შეგიძლიათ ბინა ხალმრავალ ადგილს მოშორებულ ადგილას შეარჩიოთ. ბინის შეძენისას ღირებულებისა და პირადი საჭიროების მიღმა არის ემოციური ფაქტორიც, რომელიც ნიშნავს კომფორტის შეგრძნებას და რომელიც შეიძლება სხვებზე უპირატესიც კი იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ბუნებასთან სიახლოვე მყუდროებას განიჭებთ, შეიძლება მწვანე სივრცესთან ახლოს შეიძინოთ ბინა, რომელიც მოშორებით იქნება სამსახურისგან. ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ წინასწარ გაიაზრებთ რისი მოლოდინი საცხოვრებელი ადგილისგან.