როგორ გავიდა გამოძიება მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილზე – ის დედის სიმმა გასცა

როგორ გავიდა გამოძიება მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილზე - ის დედის სიმმა გასცა27 აპრილს ვაზისუბანში 29 წლის  გიორგი ბეროზაშვილმა დედ-მამა მოკლა. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა.

საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომეელმა მამის განეიტრალების ოპერაციაზე ფიქრი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ის პოლიციაში მუშაობდა, თავდაპირველად აპირებდა, რომ მამას დააჭერინებდა, თუმცა შემდეგ შეეშინდა, რომ ასევე ყოფილი პოლიციელი ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილს ამას არ აპატიებდა.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ბეროზაშვილს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, რომ მშობლებს ისე მოკლავდა და შემდეგ უბედური შემთხვევის ინსცენირებას ისე მოახდენდა, რომ მის კვალზე ვერ გავიდოდნენ, თუმცა ერთი საბედისწერო შეცდომით სავარაუდო დამნაშავე გაიშიფრა.

ირკვევა, რომ გიორგი ბეროზაშვილმა მკვლელობის შემდეგ საკუთარი და მშობლების მობილური ტელეფონები გათიშა, აპარატიდან სიმ-ბარათები ამოიღო და მისი კუთვნილი მობილური მხოლოდ ნუცუბიძის ქუჩაზე ჩართო. თუმცა ბრალდებულს კარტები აერია და საკუთარ ტელეფონში დედის სიმ ბარათი ჩადო, სადაც მეზობლის ზარი განხორციელდა. რომელიც ხანძრის შესახებ იტყობინებოდა.

სავარაუდოდ, ასე გავიდა შსს ყოფილი პოლიციელის კვალზე.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობას, ბეროზაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ დედა იმიტომ მოიშორა, რომ ის მკვლელობის თვითმხილველი გახდა.

„მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, დების ოთახში წავედი, სადაც დედას ეძინა, როცა კარი შევაღე, თავი წამოწია, ვიფიქრე, რომ ის ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ვიფიქრე, რომ მამის მკვლელობა გაიგო. დედის მკვლელობაც გადავწყვიტე. დედასაც იარაღით თავში ვესოლე”- წერს გიორგი (დუჩა) ბეროზაშვილი.

დედა ერთი გასროლით არის მოკლული, ირკვევა ისიც, რომ ბეროზაშვილმა დედა, ლელა თავაძე, დების ოთახში მოკლა, თუმცა შემდეგ დერეფანში გამოიტანა.

რაც შეეხება მამას, ის მთლიანად დამწვარი იყო.

პრაიმ ტაიმი