დღეს ყველა ადამიანისათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ჩვენს პლანეტაზე დაბინძურების მხრივ არასახარბიელო სიტუაციაა. ინდუსტრიულმა განვითარებამ, გამოიწვია გლობალური დათბობა,რომელიც დედამიწაზე დღითი დღე მეტ და დამღუპველ გავლენას ახდენს. მეცნიერები გვაფრთხილებდნენ წლობის განმავლობაში, ახლაც, 2022 წელს, აპრილში ჩატარდა საპროტესტო აქცია ნასას მეცნიერის პიტერ კალმუსის გამოსვლით, რომელიც დააკვეს., თანდათან სიტუაცია უკონტროლო ხდება. ტემპერატურა აწეულია, ანტარქტიდაზე ყინული დნება, ადგილი აქვს ხანძრებს, დატბორვებსა და ვირუსებს. დიდი კორპორაციები მოცემული სიტუაციის პრევენციისთვის არაფერს აკეთებენ, ტელევიზიაც ამის შესახებ სდუმს. მიუხედავად ამისა, მჯერა რომ ხალხს ერთობლივად დიდი ძალა აქვს. ამიტომაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოცემული სიტუაცია არ გავამწვავოთ და სასიცოცხლო გარემო შევინარჩუნოთ, დედამიწა მილიონობით წლების განმავლობაში არსებობდა, ჩვენამდეც გადაურჩა კატასტროფას და ჩვენს შემდეგაც არ განდაგურდება, გაინახლებს თავს თუმცა, კაცობრიობა უკვე მის მიწაზე აღარ ივლის.
ვირტუალური გარემო, უკვე თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც რეალური. ყველაზე ხელმისაწვდომი ფაქტორია, ამიტომაც დავიწყოთ აქედან. გაასუფთავეთ მეილი, წაშალეთ არასაჭირო მონაწერები. რადგან გამონაბოლქვის წარმოქმნაში მათაც შეაქვთ წვლილი. მეილები, რომლებიც ინტერნეტით იგზავნება რამდენიმე სერვერში ინახება. თვითონ სერვერები კი მონაცემთა ბაზაშია, რომლებიც დღის განმავლობაში უზარმაზარი რაოდენობის ელექტროობას მოიხმარს. ელექტროობა კი ძირითადად წიაღისეულიდან რაც პირდაპირ ქმნის გამონაბოლქვს, ამიტომაცაა საჭირო წავშალოთ სპამები და არასაჭირო მეილები.
კიდევ ერთი მცირე, თუმცა უმნიშვნელოვანესი რამ რაც შეიძლება გავაკეთოთ ტრანსპორტის ოდნავ ნაკლებად გამოყენება და მისი სხვა საშუალებით ჩანაცვლებაა. ველოსიპედები და ჰოვერბორდები ამის არაჩვეულებრივი მაგალითია, იგი ჯანსაღია როგორც ჩვენთვის, მას უამრავი დადებითი ფაქტორი აქვს : საცობებისგან თავის დაღწევა, ხელმიუწვდომელი და არარსებული საპარკინგე ადგილების ძიება და ა.შ . თუ მის ხშირად ტარებას ვგეგმავთ საჭიროა ვიცოდეთ მისი ტიპები , რათა მგზავრობა ჩვენთვის უფრო კომფორტული იყოს.მისი შერჩევა სულაც არ არის იოლი ამოცანა. არა იმიტომ, რომ არჩევანი მცირეა. პირიქით, ასორტიმენტი იმდენად დიდია, ამ დროს არჩევანი პირიქით, რთულდება ხოლე. იგი არსებობს ქალის, ბავშვის, ელქტრო, უნიციკლი (იგივე მონოციკლი – ერთსაბურავიანი ველოსიპდი), კრუიზერი/ჩოპერი (უჩვეულო დიზაინით და სკამის მდებარეობით), სატვირთო, მისაბმელიანი, ტანდემი (ორადგილიანი), ლიგერადი (იმართება ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში) და სხვა….
Hybrid – ეს სახეობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ საჭირო გახდა ცალკე ტიპის შექმნა, რომელიც გამოიყენება ქალაქშიც მთაშიც და ბაღშიც. გააჩნია უფრო მაღალი და მსუბუქი ჩარჩო, ჩანგალი მცირე სვლით, V-brake ან დისკური ტიპის მუხრუჭები, ძირითადად 28 დიუმიანი საბურავები, ზომიერად აგრესიული პროტექტორები – გრუნტზე კარგი მოჭიდებისა და ასფალტზე სტაბილური გადაადგილებისთვის. ბევრი ველოსიპედისტი ჰიბრიდებს დამატებით უყენებს ფრთებს („კრილოებს“), საბარგულს, რქებს (საჭეზე) და სხვა აქსესუარებს.
Touring- იდეალურია ტურიზმისთვის ასფალტოვან გზებზე.
გარეგნულად წააგავს გზატკეცილისას – საჭის ცხვრის მაგვარი „რქების“ გამო, თუმცა Touringს გააჩნია რიგი განსხვავებები: • ჩარჩოს მასალა – ფოლადი, ქრომომოლიბდენი, ალუმინი ან ტიტანი; • მყარი ფოლადი ჩანგალი; • მტკიცე და სანდო საბურავები; • უგზოობაზე გათვლილი ტრანსმისია; • ჭუჭყისგან კარგი დაცვა; • მძლავრი განათება;
იმის გამო, გამოყენება გათვლილია ტვირთით დიდი მარშრუტების დასაფარად, მეტი ყუადღება გამახვილებულია მის სანდოობაზე და გამძლეობაზე და არა წონაზე.
დასაკეცი – იგივე Folding bike. შესანიშნავი ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად.