რომელი პროფესიებით შეგვიძლია ვიმუშაოთ ონლაინ?

რომელი პროფესიებით შეგვიძლია ვიმუშაოთ ონლაინ?ონლაინ მუშაობა  ბევრი ადამიანისთვის ხელსაყრელია. პროფესიები, რომელშიც დახელოვნება გვჭირდება არ საჭიროებს წლობით უნივერსიტეტში სწავლებას და დიპლომის აღებას. თითქმის ყველა ონლაინ პროფესია კონცენტრირებულია კონტენტსა და პორტფოლიოზე. საქმე იმაშია, რომ ბიზნესების უმრავლესობა არსებობს ონლაინ. ბიზნესის გასავითარებალად კი პროფესიონალია საჭირო. ერთია გქონდეს ბიზნეს იდეა, თუმცა ვერ გაწერო კონტენტ გეგმა, ვერ დაამუშაო ლამაზად ფოტოები, ვერ აწარმოოს აღრიცხვები, და ა.შ ამიტომაც ბიზნესს შემდეგი პროფესიონალები სჭირდება: კონტენტ/ სთორი მენეჯერი, /seo ქოფირაითერი , გრაფიკული დიზაინერი, ფოტოგრაფი, ტიკტოკ მენეჯერი, ui/ux დიზაინერი, ფინანსების აღმრიცხავი (ბუღალტერია) მიკრო/მაკრო ფრილანსერები. და ა. შ. ამ ყველაფრის სწავლა ჩვეულებრივ, რამდენიმე თვიანი კურსების გავლით შეიძლება, თავიდან მოსალოდნელია რომ ბევრი შემოსავალი არ გქონდეთ,  თუმცა დამატებითი შემოსავლის წყაროდ ისინი უდაოდ გამოდგება, რადგან მაგალითად, იმისთვის რომ  გახდეთ კონტენტ/სთორი მენეჯერი ,ან ტიკტოკ მენეჯერი, გჭირდებათ მხოლოდ ტელეფონი და ინტერნეტი,  ასევე, ქოფირაითერობისთვისაც  ტელეფონის გამოყენება საკმარისია. რჩევა იქნება, რომ სანამ კურსების გავლას დაიწყებდეთ, სოციალურ ქსელებში დაძებნეთ წარმატებული ხალხი, რომლებიც თქვენთვის სასურველი პროფესიით არიან დაკავებული, რადგან მათგანაც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ. ამასთანავე, გაწევრიანდით შესაბამის ჯგუფებში, გადახედეთ სხვების პორტფოლიოს, დასვით შეკითხვები, ყურადღებით ადევნეთ თვალი ვაკანსიებს, დიდ საქმეებს ნუ შეეჭიდებით, დაიწყეთ პატარა პროექტებიდან. გამოჩნდით ყველგან.

თუ გაინტერესებთ ფინანსები, და მათი აღრიცხვა, აირჩიეთ ბუღალტერია. რადგან ამ პროფესიით ონლაინ დასაქმებაზე ბევრი სოც ქსელებში არაფერი წერია, ამ სტატიაში დაახლოებით გაიგებთ თუ რას უნდა მოელოდეთ და როგორ უნდა მოიქცეთ მოცემული პროფესიის ონლაინ რეალიზაციის დროს. პირველ რიგში, არსებობს სპეციფიკური თვისებები, რომელიც მოცემული პროფესიით დასაქმებულ ადამიანს უნდა გააჩნდეს.

მაგალითად, ადამიანი ვალდებულია ზედმიწევნით იცოდეს კანონმდებლობა თავის საქმიანობასთან დაკავშირები. ამასთანავე, საჭიროა კარგად ჰქონდეს დაუფლებული კომპიუტერული ენები ( 1C პროგრამა) . ცოდნა მშვენიერია, თუმცა ცოდნის რეალიზაციისთვის აუცილებელია პიროვნება იყოს , პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და კომპეტენტური. ფინანსები მისთვის მუშაობის თვისება უნდა იყოს, რადგან სულ პატარა შეცდომამაც კი შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს მომხარებელს, თქვენ კი როგორც პროფესიონალს, სახელი გაგიფუჭდეთ. ეთიკის დაცვასა და ჯანსაღ კომუნიკაციას დიდი წვლილი შეაქვს თქვენს რეპუტაციაში, ასერომ, თუ კომუნიკაცია თქვენი დადებითი მხარე არ არის, იმუშავეთ ამაზე.