რუსებმა განაცხადეს, რომ 9 მაისს ლუგანსკს ვოროშილოვგრადი დაერქმევა

რუსებმა განაცხადეს, რომ 9 მაისს ლუგანსკს ვოროშილოვგრადი დაერქმევარუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ 9 მაისს უკრაინულ ლუგანსკს ვოროშილოვგრადის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„9 მაისს მლუგანსკს დაერქმევა ვოროშილოვგრადი. ლეონიდ პასეჩნიკის ეს ბრძანებულება ძალაში შევა 9 მაისს”, – განაცხადა ერთ-ერთმა ოკუპანტმა.

მანამდე, ლუგანსკის რეგიონში თავდაცვის ძალები ემზადებოდნენ რუსი დამპყრობლების უფრო ძლიერი შეტევისთვის უახლოეს სამ-ოთხ დღეში.

ამავდროულად, დაზვერვის ცნობით, ოკუპირებულ ქალაქ სოროკინოში (ლუგანსკის ოლქი) დაწყებულია ახლახან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი უკრაინის მოქალაქეებისთვის პასპორტების გაცემის პროცესი.