რუსეთის ყოფილი პრემიერი კასიანოვი – “ეს პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია”

რუსეთის ყოფილი პრემიერი კასიანოვი - "ეს პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია"რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხეილ კასიანოვმა პუტინის რეჟიმსა და უკრაინასთან გაჩაღებულ ომზე Sky News-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მოსალოდნელი მარცხის შესახებ უკვე იცის. მისი თქმით, “ეს პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია”:

“პუტინი აშკარად გასაჭირშია და ეს „პუტინის ეპოქის დასასრულის დასაწყისია.

რუსეთის პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს და არ ელოდა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ამ დონეს“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს არ გამოცხადდა გამარჯვება, ნიშნავს, რომ რუსული ძალები ძალას კარგავენ..

ნიუ პოსტი