რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესის აეროპორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭო უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
უკრაინული მხარის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ზოლი და მისი გამოყენება შეუძლებელია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა.