პირველადი მონაცემებით, რუსეთმა უკრაინიდან 1,1 მილიონი ადამიანი გადაასახლა. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ასაჯაროებს.
ლუდმილა დენისოვას ცნობით, რუსულ არმიას წინასწარ შედგენილი სიებით ხალხი ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაჰყავს, შემდეგ კი ციმბირში უშვებს. გადასახლებულებს შორის ობოლი და უსახლკარო ბავშვებიც არიან.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ ბავშვების დასაბრუნებლად უკრაინა ძალისხმევას არ იშურებს, თუმცა რუსეთს ისინი სხვადასხვა ოლქში გაფანტა.
რუსებს აფილტრაციო სიები ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ჰქონდათ შედგენილი, 18 თებერვალს უკვე 90 ათასი ჩვენი მოქალაქე რუსეთში იყო გადაყვანილი. ყველა მათგანი იძულებით. სიებშ ეწერა ვინ, როდის და სად უნდა წაეყვანათ. მოქალაქეების დიდი ნაწილი იძულებით გადაიყვანეს ციმბირის ტერიტორიაზე. ბავშვები, მოხუცები, საშუალო ასაკის მოქალაქეებ, ზუსტად გათვალეს ვინ უნდა გაეტაცებინათ. ჯერ ისიც კი არ ვიცით, რამდენი მოქალაქე გადაიყვანეს, მაგრამ პირველადი მონაცემებით 1.1. მილიონი ადამიანია ისეთი, ვისაც დააკარგვინეს სახლი და რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში გაანაწილეს. ლუგანსკისა და დონცეკის თითგამოცხადებული რეპსუბლიკებიდან აგზავნიდნენ ბავშვებს, ობლებს, უსახლკაროებს, სოციალურად დაუცველებს. ეს ბავშვები რუსეთის ოლქებში გაფანტეს. ოკუპანტი ამ ბავშვების გაშვილებას აპირებს, – აცხადებს დენისოვა.
სახალხო დამცველის თქმით, გადასახლებული უკრაინელების ზუსტი რიცხვი უცნობია, რადგან უკრაინისთვის მხოლოდ ის ციფრებია ცნობილი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ასაჯაროებს.