რუსთავში მამაკაცმა ცოლსა და სიდედრს ცემა

რუსთავში მამაკაცმა ცოლსა და სიდედრს ცემარუსთავში მამაკაცმა ცოლსა და სიდედრს სცემა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XII მიკრორაიონში, 30 წლამდე მამაკაცსა და მის მეუღლეს, 25 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალის დახმარებას შეეცადა მისი დედა, თუმცა მამაკაცი მასაც ფიზიკურად გაუსწორდა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა ახალგაზრდა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ინფორუსთავი