საგარეო საქმეთა სამინისტროში ევაკუაცია გამოცხადდა – შენობა ინგრევა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევაკუაცია გამოცხადდა - შენობა ინგრევასაგარეო საქმეთა სამინისტრომ ევაკუაცია გამოაცხადა. ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობა ინგრევა, ამის გამო თანამშრომლები  ლეონიძის ქუჩაზე, ეროვნული ბანკის ყოფილ ოფისში, გადაჰყავთ.

საგარეო უწყება ლეონიძის ქუჩაზე ჯერ კიდევ 4 წლის წინ უნდა გადასულიყო და ისტორიული შენობის გადაკეთებისთვის დიდი ფულიც დაიხარჯა. წერილში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოში გააგზავნა, მინისტრი წერს, რომ 13 თებერვლის ძლიერი მიწიძვრის შემდეგ  შენობას დიდი ბზარები გაუჩნდა და აქ მუშაობა საშიშია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი შენობაში გადასასვლელად 4 წლის წინ 20 მილიონი ლარი დახარჯა. ეროვნული ბანკის ძველი ოფისის გადაკეთების პროექტი 4 წლის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის, ძმის კომპანიამ შეასრულა.

ამ თემაზე კვლევა მაშინ საბა ბუაძემ მოამზადა, რომელიც ,,ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტს” წარმოადგენდა. ბუაძე მაშინ ამბობდა, რომ ამ გარიგებით არსებობდა სავარაუდო კორუფციული გარიგების ნიშნები.

საგარეო  საქმეთა სამინიტროს ახალი მისამართი მალე ლეონიძის 3 ნომერი  გახდება.  უცნობია, რა ბედი ელის არსებულ შენობას, მას გაარემონტებენ და დიპლომატები აქ დაბრუნებიან, თუ შენობა გაყიდული ობიექტების სიაში ჩაეწერება.

ტვ პირველი