საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში 5 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში 5 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორის რაიონის სოფელ მარანაში 5 ჰა. ფართობზე ვაშლის ბაღები გაშენდა. აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში, ბანკის მიერ გამოყოფილი 300 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია ევროპული თანამედროვე ჯიშის ვაშლის ნერგების შეძენასა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობას მოხმარდა.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით საჭირო ინვესტიციის მოზიდვა, იმისთვის, რომ წამოგვეწყო ახალი საქმიანობა. 5 ჰა. მიწის ფართობზე დავასრულეთ „გოლდენისა“ და „ჯერომაინის“ ჯიშის ვაშლის ბაღების გაშენება და ამ ეტაპზე 5 ადამიანს ვასაქმებთ. პროდუქციის რეალიზაციას ევროპის ქვეყნებში ვგეგმავთ. საშუალოდ, წელიწადში 100 ტონა მოცულობის მოსავალს ველით. სამომავლოდ, ვგეგმავთ ბაღების დამატებით 5 ჰა. ფართობზე გაშენებას და მეტი ადამიანის დასაქმებას“ , – აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, ზურაბ ჭულუხაძე

„მოხარული ვართ, რომ აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. საქართველოს ბანკის აგრო სტარტაპ სესხი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ცარიელი მიწის ნაკვეთიდან შექმნას თანამედროვე ტიპის ბაღი. პროდუქტის შექმნის მიზანს, მიკრო მომხმარებლისთვის ფინანსურ რესურსზე მარტივი წვდომის გაჩენა წარმოადგენდა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აგრო მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას“, – აცხადებს საქართველოს ბანკის აგრო ბიზნესის საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

აგრო სტარტაპ სესხის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3Lvt3ag

ინფორმაციისთვის, პროექტის მხარდასაჭერად ფინანსური რესურსი სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაიცა, რომელსაც „სოფლის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს.