საქართველოს ბანკი უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით FIABCI-Georgia ორგანიზებას უწევს რეგიონში პირველ, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards.
FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით რჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სფეროს წამყვანი ექსპერტები გამოავლენენ. გამარჯვებული პროექტების შერჩევა მოხდება შემდეგი 6 კრიტერიუმის მიხედვით: კონცეფცია, არქიტექტურა, სამშენებლო პროცესი, ინოვაცია, მდგრადობა, ურბანული ინტეგრაცია.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და ის 31 აგვისტოს დასრულდება. დაჯილდოვება კი 2022 წლის ოქტომბერში გაიმართება.
პროექტის წარსადგენად საჭიროა სარეგისტრაციო ინტერნეტ-ფორმის შევსება ბმულზე: www.fiabciprixgeorgia.ge/ და ყველა საჭირო საბუთის ატვირთვა. სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნოთ ის კატეგორიები, რომლებშიც გსურთ მონაწილეობის მიღება.
FIABCI-Georgia-ს პირველი ეროვნული დაჯილდოვება ერთ სივრცეში შეკრებს სექტორის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებს, საკონსულტაციო კომპანიებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სახელმწიფო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
უძრავი ქონების დღეების ფარგლებში ჩატარდება პარალელური აქტივობებიც: რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია -,,ქალაქები მწვანე მომავლისთვის,“ პანელური დისკუსია -,,უკრაინის ქალაქების აღდგენა,“ ასევე, უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები. ქალაქის ტურები, ტრენინგები, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა.
FIABCI-Georgia-ს უძრავი ქონების პროექტების ეროვნული დაჯილდოვება მუდმივ ხასიათს მიიღებს და ის ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება.