2022 წლის მარტში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში შემოსული რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოგზაურების რაოდენობა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2022 წლის მარტში ბელარუსი და რუსი საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 551%-ით და 133%-ით გაიზარდა, რაც ასევე განამტკიცებს რუსეთიდან და ბელარუსიდან მოგზაურთა სწრაფი შემოდინების ფაქტს.
„2022 წლის მარტში, რუსეთის მოქალაქე მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავლებმა მნიშვნელოვანი ზრდა (133%) აჩვენა წინა თვესთან შედარებით და 34.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ბელარუსებისთვის ზრდა კიდევ უფრო მაღალი აღმოჩნდა (551%), ხოლო შემოსავლებმა 29.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლების წილი რუსებისგან (+6 პროცენტული პუნქტი) და ბელარუსებისგან (+13 პროცენტული პუნქტი) წინა თვესთან შედარებით.
საერთო ჯამში, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებულმა შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული მთლიანი შემოსავლების 37% შეადგინა. უკრაინელი მოგზაურებისგან მიღებული გაზრდილი შემოსავლების (40%-ით) მიუხედავად, უკრაინის წილი მთლიან შემოსავლებში 8%-მდე შემცირდა,“- ნათქვამია კვლევაში.
ბიპიენი