საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 16:50 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა და ბიძგების სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისის დროით 23:35 საათზე, სოფელ სამებასთან 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.