სომხეთის პოლიციამ ერევანში “დაუმორჩილებლობის აქციის“ 125 მონაწილე დააკავა. მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები მაშინ დააკავეს, როდესაც სამართალდამცავები გადაკეტილი ქუჩების გახსნას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოთხოვნით „დაუმორჩილებლობის აქცია“ ერევანში დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.