სპეცოპერაცია თბილისში – კრიმანალური პოლიციია და საპატრულო ეკიპაჟები ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე 10 ნომერში არიან მობილიზებული. ადგილზე მყოფილი პირი, გიორგი შენგელია თავის აფეთქებით იმუქრება. აუდიოჩანაწერი თავად გიორგი შენგელიამ გამოუგზავნა “ტვ პირველს”.
კარი როგორც კი გაიხსნება, თავს ავიფეთქებ, ნუ დაღუპავ შენ თავს, ვიცი რომ ძებნილი ვარ და დასაჭერი ვარ”, – მიმართავს ჩანაწერში გიორგი შენგელია სპეცრაზმს.
2 კვირიანი გაუჩინარების შემდეგ სამართალდამცველებმა პოლიციის დევნის მსხვერპლ ახალგაზრდებს მიაკვლიეს დაამ დროისთვის მათი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. ამ თემაზე სიუჟეტი “შაბათის ეთერმა” წინა კვირას მოამზადა. გიორგი და ბექა შენგელიებს ოჯახები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებდნენ.
მერამდენე დღეა, 14 აპრილის შემდეგ უშედეგოდ ვეძებ ჩემს ქმარს და დღეს გავიგე შემთხვევით ამათ მიაგნეს. საქმის კურსში არ მაყენებენ.რაღაც მოხდ აზუგდიდში, პოლციიას არ დაემარჩილნენო. დამირეკეს ეხლა ჩემი მეგობრის მეგობარმა”, – ამბობს გიორგი შენგელიას მეუღლე ანა თედიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ორ კვირაზე ანა თედიაშვილი ქმარს, გიორგი შენგელიას უშედეგოდ ეძებდა. თედიაშვილი “შაბათის ეთერს” უყვებოდა, რომ გიორგი შენგელიამ ბოლოს 14 აპრილს დაურეკა, უთხრა, რომ პოლიცია მისდევდა და მის მანქანას ესროდა.ქალი ამბობს, რომ სროლა იმდენად ინტენსიური იყო, რომ ხმა ტელეფონში ისმოდა. ქმარმა ცოლს უთხრა, რომ დადევნებისას პოლიციის მანქანა ამოტრიალდა, პოლიციელის ამოტრიალებულ მანქანს კი საპატრულოს რამდენიმე ეკიპაჟი დაეჯახა.
დოკუმენტში, რომელიც “შაბათის ეთერს” ხელში ჩაუვარდა, წერია, რომ პოლიციამ გამოძიება საპატრულო პოლიციის უფროსისათვის სამსახურეობრივ უფლებამოსილების წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაიწყო. წინააღმდეგობა მას კი ოპერატიუალად ძებნილმა პირებმა, მიხეილ ხარებავამ და ბექა შენგელიამ გაუწიეს, რომლებიც სავარაუდოდ თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდენ. პოლიციის დადგენილებაში არაფერი წერია, რომ მათ ახალგაზრდებს ესროლეს.

