გუშინ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ცერემონიის მიმდინარეობისას, სიღნაღში 47 წლის ქალი, ეკა გულიაშვილი გარდაიცვალა.
„პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობელს დაუკავშირდა. მისი თქმით, ქალს გული აწუხებდა.
„გული აწუხებდა, სტენტიც ჰქონდა ჩადგმული, თან გუშინ ამინდიც საშინელი იყო, წნევის ცვალებადობის მხრივ. ერთი შვილი დარჩა 22 წლის. ადრე პატარა ბიჭი დაეღუპათ. ძალიან თბილი და ყურადღებიანი გოგო იყო. ადმინისტრაციის უფროსი იყო მერიაში. ერთი შვილი ჰყავს და ძალიან კარგი ოჯახი. გული გვწყდება, რომ ასე ახალგაზრდა გამოგვეცალა ხელიდან“. – გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
პრაიმ ტაიმი