სვანეთში დაღუპული ბიჭი – “მე დავმარხე ჩემი ბავშვობა საკუთარი ხელებით”

სვანეთში დაღუპული ბიჭი - "მე დავმარხე ჩემი ბავშვობა საკუთარი ხელებით"ბიჭი, რომელიც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ცოტა ხნით ადრე მეგობრის გარდაცვალებაზე საუბრობდა და მას სოციალურ ქსელში ემოციურ გამოსამშვიდობებელ პოსტს უძღვნიდა.

„დღეს ჩემთვის, ემოციურად საკმაოდ დატვირთული დღე იყო. მინდა ბევრი, ძალიან ბევრი დავწერო, ძალიან ბევრი ვისაუბრო იმის შესახებ რასაც ვგრძნობ და განვიცდი ეს 5 თვეა უკვე.

ყოველ დღე თავიდან არ მჯერა რაც მოხდა, თავიდან ვგრძნობ და მტკივა, თავიდან განვიცდი არყოფნას, იმის არ ყოფნას ვინც ბავშვობიდან მახსოვს, მიყვარს და მეიმედება… ამ თვეების მანძილზე, მისი დაკრძალვის შემდეგ, დღეს ყველაზე ცარიელი და მძიმე დღე იყო, დღეს პირველად შევხვდით მის დაბადების დღეს, მის გარეშე. დღეს, 23 წლის მანძილზე ყველაზე ცარიელი 27 თებერვალი იყო, ყველაზე არაფრისმომცემი, ყველაზე მძიმე 27 თებერვალი…

5 თვის წინ მე დავმარხე ჩემი ბავშვობა საკუთარი ხელებით. 5 თვეა ჩემი გამოტირებული და დამარხული ბავშვობა მტკივა, 5 თვეა ყოველ დღე ვნანობ, რომ მეტი დრო არ გავატარე, რომ მეტი სიყვარული არ გამოვხატე, რომ მეტად არ ვაგრძნობინე, რომ მჭირდებოდა და არ ჰქონდა უფლება, დავეტოვებინე ამ უსამართლო სამყაროში…

პრაიმ ტაიმი