ჭავჭავაძის გამზირზე 70 წლის კაცს ავტობუსი დაეჯახა. როგორც „პრაიმტაიმს“ ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.