თელავში მანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, მერე – ბავშვს

თელავში მანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, მერე - ბავშვსთელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ბმვ-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი მეხუთე კლასის მოსწავლეს.

60 წლამდე ქალი და ბავშვები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 11 წლის ბავშვს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ქალი გვერდით სოფელში, სკოლაში მიდიოდა, ის მასწავლებელი იყო. დაშავებული ბავშვი კი, ამავე სკოლის მოსწავლე.

ექიმების განმარტებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ის თბილისში გადაიყვანონ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.