დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია. მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს”,- აღნიშნავს გამყრელიძე.