თურქეთში, საქართველოს საზღვართან აეროპორტი იხსნება

თურქეთში, საქართველოს საზღვართან აეროპორტი იხსნებათურქეთის შავიზღვისპირეთში ახალი აეროპორტი იხსნება, რომელსაც „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა.

სატესტო ფრენა ახალ აეროპორტში სახელმწიფო აეროპორტების სამმართველოს კუთვნილმა თვითმფრინავმა 14 აპრილს შეასრულა. თურქული საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ თანახმად, რიზეში „თურქიშ აირლაინი“ პირველი ოფიციალური ფრენის შესრულებას აირბას A330-300-ით გეგმავს.

„რიზე-ართვინის აეროპორტს“ 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ამოსავსებად 100 მლნ ტონა ქვა გამოიყენეს.

აეროპორტის შესასვლელს ჩაის ფოთლის ფორმა, ხოლო სანავიგაციო კოშკს ჩაის ჭიქის ფორმა აქვს.