ვინ იყვნენ ლევან აბაშიძე, გეგა კობახიძე, დუდუ დადიანი…

ვინ იყვნენ ლევან აბაშიძე, გეგა კობახიძე, დუდუ დადიანი...“დაკარგული თაობა” – ამ ეტითეტით ახასიათებენ ხოლმე ბიჭებს, რომლებსაც დრო არ დააბერებს. ისინი მარად ახალგაზრდები იქნებიან

ლევან აბაშიძე

ლევან აბაშიძე 29 წლის იყო როდესაც ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის ომში..თავის თაობაში თითქმის ყველა გოგონა ოცნებობდა ლევანზე, ხშირად ხვდებოდა წარწერები კედლებზე, იყო ზარები სახლის ტელეფონზე.

როდესაც მსახიობი აფხაზეთიდან ჩამოასვენეს იმ ღამით მისი სახლის წინ, კედელზე წარწერა გაჩნდა: “ლევან, მიყვარხარ!”, მეორე ღამით ამ წარწერას გვერდით კიდევ ერთი წარწერა მიემატა: “ლევან მე უფრო მიყვარხარ..!”, ერთი დღის შემდეგ სხვა კედელზე ერთი წარწერაც მიემატა: “ლევან, მე ყველაზე ძალიან მიყვარხარ..” ასე გაგრძელდა წარწერები კედლებზე და დარჩა ლევან აბაშიძე მაყურებელთა მეხსიერებაში.

გეგა კობახოძე 

მის შესახებ ბევრი უთქვამთ და ძალიან ბევრიც დაუწერიათ. გეგა კობახიძე ის ბიჭია, რომლის ნიჭიერებას, პიროვნულ თვისებებსა და რაინდულ თვისებებს ბევრი ადამიანი აღუბრთოვანებია.

მისი ცხოვრების საბედისწერო ნაბიჯი კი დედას, მსახიობ ნათელა მაჭავარიანს არასოდეს გაუმართლებია. ის თაობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, რომელსაც დრო ვერასდროს გაახუნებს.

ბოლო ფილმი, რომელიც ვერ დაამთავრა იყო თენგიზ აბულაძის ლეგენდარული :მონანიება, სადაც გეგა თორნიკე არავიძის როლს ასრულებდა. ფილმის გადაღება თვითმფრინავის გატაცებისას შეწყდა. მოგვიანებით ამ როლში მერაბ ნინიძე გადაიღეს.

“ფანტაზიორი იყო, რაღაც ამბებს თხზავდა და ისე შთამბეჭდავად ყვებოდა. ძალაუნებურად იჯერებდი. მაინც ვფიქრობ ბევრ რამეში არ გაუმართლა. თუნდაც, ჩემი და მამამისის დაშორებამ ძალიან იმოქმედა, მაგრამ არასდროს უგრძნობინებია რამე.. იმასაც ვფიქრობ რომ გამართლებოდათ მაშინ და ამერიკაში გადასულიყვნენ, გეგა იქ ძალიან კარგი მსახიობი იქნებოდა..” – ნათელა მაჭავარიანი, გეგა კობახიძის დედა.

დუდუ დადიანი 

კალათბურთელ დუდუ დადიანს 13 ნომრით იცნობენ, ყველგან სადაც ის ასპარეზობდა ამ ნომრით გამოდიოდა.

როგორც ყვებიან არისტოკრატიული გარეგნობის სპორცმენი საოცარი თავმდაბლობითა და გულუბრყვილობით გამოირჩეოდა, თავგადასავლების მოყვარული დუდუ, ხიფათიან ამბებშიც ხშირად ეხვეოდა.

ერთხელ თურმე ნადირობით გატაცებულმა ლაშქრობის დროს მეგობართან ერთად შემთხვევით აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა მესაზღვრეებმა დააკავეს და რამდენიმე დღე იმამ იმამ შამილის კოშკშიც გამოკეტეს სანამ ნათესავებმა არ შეიტყვეს ამბის შესახებ და ყველაფერი არ გაარკვიეს.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, იმდროისათვის კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი დუდუ დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული.

ინტერმედია