ზაალ უდუმაშვილი ნაცმოძრაობიდან გადის და მედიაში ბრუნდება

ზაალ უდუმაშვილი ნაცმოძრაობიდან გადის და მედიაში ბრუნდებაზაალ უდუმაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და მედიაში ბრუნდება.

როგორც უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“. უდუმაშვილს არ დაუკონკრეტებია მედიასაშუელება, სადაც საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა აღნიშნა, რომ “ძალიან მალე ეთერში შევხვდებით”.

ამასთან, ზაალ უდუმაშვილის თქმი, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებების ფლაგმანი იქნება.

„ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში და დიდი პატივი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე ვყოფილიყავი და გამევლო ყველა ის სირთულე, რომელიც ამ პარტიამ მთელი ამ წლების განმავლობაში გაიარა. ვიქნები სუბიექტური და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც ეს წლები ძალიან ახლოს გავატარე. დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ყოფნა. დარწმუნებული ვარ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის პარტია, რომელიც თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის მომავალში, როდესაც ამ ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები, შეიცვლება რეჟიმი და ეს ძალიან მალე მოხდება. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ცვლილებების ფლაგმანი იქნება.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი. ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა,თუ სად მივდივარ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეულ წესებს ვიცავ. გპირდებით,რომ ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

იპნ