“ქუთაისელებმა” ფეისბუქში დაწერა:
გმირი რომელმაც 15 წლის ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა – ირაკლი ონიანი.
11 ივნისს წყალწითელაზე ბავშვის სიცოცხლე იხსნა და გადაარჩინა ირაკლი ონიანმა და მისმა მეგობრებმა.მათ დროულად მოახერხეს ბავშვის ამოყვანა მღვრიე წყლიდან. ბავშვი დაახლოებით 5 წუთი იმყოფებოდა წყლის ქვეშ , მაშინ როდესაც ყველას მკვდარი ეგონა ბავშვი, ირაკლი მაინც არ დანებდა და 8 წუთის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა მას. აუმუშავა პულსი , სასწრაფოს მოსვლამდე ამოასუნთქა ბავშვს . შედეგად დროულად მოხდა მისი გადაყვანა რეანიმაციაში და ერთ კვირიანი ბრძოლის შემდეგ ბავშვი გონზეა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.
ასეთი გმირების შესახებ ყველამ უნდა იცოდეს!: