800-მდე ადამიანი სევეროდონეცკის ქარხანას აფარებს თავს – გაიდაი  

800-მდე ადამიანი სევეროდონეცკის ქარხანას აფარებს თავს - გაიდაი     ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, 800-მდე მშვიდობიანი მოქალაქე სევეროდონეცკის ქიმიურ ქარხანას აფარებს თავს, რომელიც რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა.

“იქ არიან ადგილობრივები, რომლებსაც ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. იქ არიან ბავშვებიც, თუმცა ბევრი არა,” – განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.