ადამიანის უფლებები – მომიტინგეები სასამართლოს თურქეთის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებები - მომიტინგეები სასამართლოს თურქეთის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებენდღეს თურქეთიდან ლტოლვილებმა ევროპული სასამართლოს  წინ დემონსტრაცია გამართეს. მათი მოთხოვნაა: შეწყდეს თურქეთის მიმართ არაკეთილსინდისიერი მოპყრობა.

სტრასბურგი – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო(აუეს) გახდა კრიტიკის ობიექტი. ამის მიზეზი არის ის, რომ ბევრი ადამიანი ვალდებულია წლების განმავლობაში ელოდოს, რომ მათი საქმეები ევროპულმა სასამართლომ განიხილოს. ისეთი ჟურნალისტები როგორებიც არიან Mehmet Baransu, Mustafa Ünal და Hidayet Karaca შვიდ წელზე მეტია ციხეში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიდა, ისინი მაინც გისოსებს მიღმა რჩებიან.

„ ჩემმა ძმამ შვიდი წლის წინ შეიტანა განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ჟურნალისტებზე, რომლებიც 7 წელია ციხეში სხედან და 1000-ზე მეტს პატიმრობა ემუქრება“ – განაცხადა ჟურნალისტის ძმამ Ahmet Baransu-მ FR.de-თან საუბრისას.

დემონსტრაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს(EGMR) წინ

თურქეთი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საგანგებო კომისიას ლეგიტიმურად მიიჩნევს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (აუეს) თურქეთთან დაკავშირებულ პრობლემებს ასევე ადასტურებს თურქეთის ყოფილი პროკურორი და თურქეთიდან დევნილი, ჟურნალისტების მიერ დაფუძნებული ასოციაციის „Cross Border Jurists“ -ის თავჯდომარე Mehmet Bakir Özkan-ი ჩვენს რედაქტორთან ინტერვიუში. „ ვისაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენა სურს, ჯერ თავის ქვეყანაში უნდა ამოწუროს სამართლებრივი დაცვის საშუალებები“- ამბობს Özkan-ი. „და სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემაც.  სამართლიანობისა და განვითარების პარტიის(AKP) მთავრობამ 2016 წლის გადატრიალების შემდეგ შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც თავიანთი საქმე უნდა წარუდგინონ ასევე იმ 100 000 მოხელემ, რომლებიც მანამდე გაათავისუფლეს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კომისიის წევრებს მთავრობა ნიშნავს და ისინიც შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს“. ეს მდგომარეობა ასევე ცნობილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც. მიუხედავად ამისა, ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ კომისია მიჩნეულ იქნას, როგორც ლეგიტიმური საშუალება.

Mehmet Bakir Özkan-ი, ყოფილი პროკურორი და თავმჯდომარე „Cross Border Jurists“-სა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ (აუეს) უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები თურქეთში“
უამრავი ადამიანი შეიკრიბა სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (აუეს) წინ გამართულ დემონსტრაციაზე, რათა დაეგმოთ თურქეთის მიმართ არაკეთილსინდისიერი  მოპყრობა. ერთ-ერთი მათგანია  Nurullah Albayrak-ი, იურისტი და ადამიანის უფლებათა საბჭოს „Solidarity with Others“ წევრი: „ რეალურად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები დაიცვას. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, ის ხშირად არ იცავს ადამიანს უფლებებს, როცა საქმე თურქეთს ეხება. 2019 წელს გატაცებული Yusuf Bilge Tunc-ის საქმეში,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დაადასტურა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს მის საპოვნელად“.

https://www.fr.de/politik/exil-tuerken-egmr-tuerkei-demonstration-strasbourg-91629674.html?s=09