ბათუმში რესტორანი გაქურდეს

ბათუმში რესტორანი გაქურდესბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, რესტორანი გაქურდეს. მფლობელების თქმით, წაღებულია ფული და კომპიუტერი.

ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, თანამშრომლებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს, რომელშიც ჩანს როგორ იღებს სალაროდან კაცი ფულს.

მათი თქმით, პოლიციას პირის დადგენა არ უნდა გაუჭირდეს,  -რადგან ვიდეოჩანაწერის მიხედვით მისი იდენტიფიცირება რთული არ არის.