დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში 211 ხმით 148 ხმის წინააღმდეგ უპირატესობა მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
აღნიშნული შედეგები ნიშნავს იმას, რომ ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მიმართ უკმაყოფილება ე.წ. “ფართიგეითის” სკანდალმა გამოიწვია. საუბარია, პრემიერის მიერ მკაცრი “ლოქდაუნის” დროს კოვიდ-რეგულაციების დარღვევაზე.