ბულგარეთის ნაკრების 1 ავტობუსი თბილისში მეორეს შეეჯახა – 1 ფეხბურთელი დაშავდა

ბულგარეთის ნაკრების 1 ავტობუსი თბილისში მეორეს შეეჯახა - 1 ფეხბურთელი დაშავდასაქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუნდის სხვა წევრები არ დაშავებულან.

შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ეროვნული ნაკრების წევრები, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, ორ ავტობუსში მოთავსდნენ, რომელთაც პოლიციის ესკორტი მიაცილებდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.

იპნ