გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივნის ლიზ ტრასის განცხადებით, პუტინი შემზარავი დიქტატორია, რომელმაც მოამზადა უკანონო და გაუმართლებელი ომი და შეუკვეთა ყველაზე შემზარავი დანაშაულების ჩადენა უკრაინაში. ამის შესახებ მან Sky News-თან ისაუბრა.
„ჩვენ ვნახეთ ქალების გაუპატიურება. ვნახეთ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, მათ შორის სავაჭრო ცენტრში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ არა მხოლოდ უკრაინელების წარმატება, საკუთარი ქვეყნიდან რუსების გაყრის პროცესში, არამედ ისიც, რომ ადამიანებმა პასუხი აგონ შემზარავი დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს.
მე არ შევხვედრივარ ვლადიმერ პუტინს. მე არ ვიცი მისი მოტივაცია ამ შემზარავი ომის წარმოებისთვის. რაც ვიცი არის ის, რომ ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი უნდა გახდეს ამ ომის შეჩერება, ასევე პუტინისა და რუსული ჯარის გაყრა უკრაინის ფარგლებს მიღმა, სხვაგვარად ჩვენ ვიცხოვრებთ ნაკლებად უსაფრთხო ევროპაში“,- განაცხადა ლიზ ტრასმა.