ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ჩვილი ახლა კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„შემოსვლისას პაციენტი იყო გვამი, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა, ერთეული იყო, ნაყოფის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ შეყვანილ იქნა საოპერაციოში. საკეისრო კვეთის შემდგომ, პარალელურად გრძელდებოდა ქალბატონზეც რეანიმაციული ღონისძიებები, ნაყოფის ამოყვანისას იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა”, – ამბობს ექიმი.
შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ 2 ბავშვი საავადმყოფოში რჩება. მათ შორის ერთი, 8 წლის ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს. ის მძიმე შოკურ მდგომარეობაში იყო, ჰქონდა თავის ქალის დახურული ტრავმა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, დიდი ზომის ჭრილობები.