ივანე ჩხაიძე – „ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, მისთვის „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიში არ არის“

ივანე ჩხაიძე - „ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, მისთვის „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიში არ არის“დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები და „მაიმუნის ყვავილი“ აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, 1980 წლამდე დაბადებული ადამიანებისთვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს რადგან ისინი „ყვავილის ვაქცინით“ არიან აცრილნი.

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“.

ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“,- აღნიშნავს ჩხაიძე.