ხევში ჩავარდნილი მოქალაქე მაშველებმა 15 კილომეტრი გამოატარეს

ხევში ჩავარდნილი მოქალაქე მაშველებმა 15 კილომეტრი გამოატარესშინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ‘’112’’-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაკისსოფელში მოქალაქე ჩავარდნილი იყო ხევში და ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და მამაკაცის დასახმარებლად დაიწყო სპეციალური სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა.

რთული რელიეფის, ძლიერი ნისლის და უამინდობის, ასევე მოქალაქის ადგილსამყოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო სამაშველო ოპერაციის სპეციალური ტექნიკით ჩატარება, შესაბამისად, მამაკაცის დასახმარებლად მაშველთა ქვეითი ჯგუფი გავიდა.

მეხანძრე-მაშველებმა დაშავებულის უსაფრთხო ადგილზე ჩამოსაყვანად ფეხით 15 კილომეტრამდე გაიარეს და მრავლობითი დაზიანებების მქონე მამაკაცი საკაცის საშუალებით საავტომობილო გზამდე გამოიყვანეს.

ამ დროისთვის, მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას.“ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სპეის ნიუსი